ფეხბურთი

19:05 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიტეს დილემა - ბრაზილია მუნდიალზე კაპიტნის გარეშე

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მუდმივი კაპიტნის გარეშე ითამაშებს. საქმე ისაა, რომ მთავარი მწვრთნელი ტიტე ყოველ თამაშზე ახალ კაპიტანს აირჩევს და სწორედ მას დაევალება გუნდის მოედანზე გაძღოლა.

აღსანიშნავია, რომ “პენტაკამპეოენელისთვის” მუნდიალზე დანი ალვეშს უნდა ეკაპიტნა, მაგრამ გამოცდილი მცველი დაშავდა და განაცხადში საერთოდ არაა. ამის ფონზე, ტიტემ 14 ფეხბურთელს მისცა უკვე საშუალება ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ყოფილიყო თუნდაც ერთ თამაშში – შესაბამისად, მათ გამოცდილება მიაღებინა.

ბრაზილია მუნდიალზე სასტარტო შეხვედრას 17 ივნისს, შვეიცარიასთან ჩაატარებს. აღნიშნულ შეხვედრაში “სელესაოს” კაპიტანი მარსელო ან ჟოაო მირანდა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127881