ფეხბურთი

17:27 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" 17 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის “რეალმა” იმედისმომცემი ბრაზილიელი თავდამსხმელი როდრიგო გოესი გაიფორმა. როგორც “სამეფო კლუბის” ვებგვერდი იტყობინება, 17 წლის ფეხბურთელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2019 წლის ივლისიდან გადაბარგდება.

იქამდე კი, 1 სეზონს ისევ მშობლიური “სანტოსის” რიგებში გაატარებს. ამის მიზეზი ისაა, რომ გოესი სრულწოლვანი სწორედ დამდეგი წლის ზაფხულში გახდება. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, “რეალმა” 45 მილიონი ევროს ფარგლებში გაიღო.

როდრიგო გოესი “სანტოსის” მთავარ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს და 24 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142378