ფეხბურთი

16:32 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესი: "ეს იყო აბსურდული გადაწყვეტილება"

მადრიდის “რეალში” ხულენ ლოპეტეგი წარადგინეს. როგორც 51 წლის სპეციალისტმა განაცხადა, ყველაზე ბედნიერი ადამიანია:

“მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა, ყველაზე საშინელი დღე ჩემთვის გუშინ იყო, მაგრამ დღეს, ყველაზე ბედნიერი დღეა. მინდა მადლობა გადავუხადო ფლორენტინო პერესს, რომ მომცა შესაძლებლობა “რეალში” მუშაობის. ძალიან ამაყი ვარ, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა.

ახლა მთავარია, რომ მადრიდის “რეალში” ვარ. ვეცდებით პროგრესი გავაგრძელოთ და ყველა ტურნირში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ლოპეტეგიმ.

კომენტარი გააკეთა ფლორენტინო პერესმაც, რომელმაც ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებიდან გათავისუფლებას აბსურდული ნაბიჯი უწოდა:

“ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და გადავწყვიტეთ, რომ ეს ინფორმაცია გაგვევრცელებინა. ეს არანაირ გავლენას არ მოახდენდა ესპანეთის ნაკრებში მის მუშაობაზე. მე შევუთანხმდი ფედერაციის პრეზიდენტს და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მისი რეაქცია სრულიად აბსურდული იყო, ეს “რეალის” დისკრედიტაციას ემსახურებოდა”, - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე დაითხოვეს. მიზეზი კი “რეალში” მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გახდა.

0.118226