ფეხბურთი

23:25 | 14.06.2018 | ნანახია 954 - ჯერ

ჰარტს "მანჩესტერ სიტიდან" წასვლის შანსი აქვს

ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა "ნიცაში" გადავიდეს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფრანგული კლუბის ახალი დამრიგებელი პატრიკ ვიეირა ჰარტს გადასვლას შესთავაზებს და ეს მისთვის "მანჩესტერ სიტიდან" თავის დახსნის საშუალება იქნება.

პეპ გვარდიოლას მანჩესტერულ გუნდში მისვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ესპანელის გეგმებში ინგლისელი არ შედიოდა. მას შემდეგ ჯო ჯერ "ტორინოში" იყო განათხოვრებული, შემდეგ კი "ვესტ ჰემში".

გასულ სეზონში ჰარტმა პრემიერლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა და 39 გოლი გაუშვა. აღნიშნული შედეგის გამო საბოლოოდ გარეტ საუთგეიტმა ჯო სამუნდიალე განაცხადს მიღმა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სტატისტიკა
0.179807