ფეხბურთი

22:26 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" "ლაციოს" ანდერსონის ტრანსფერზე შეუთანხმდა

რომის "ლაციოს" ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონი კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ინგლისური და იტალიური კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში ბრაზილიელი ახალ გუნდში გადავა.

რომში გამართულ შეხვედრაზე კლუბების წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს, რომ "ლაციო" ტრანსფერის სანაცვლოდ 26 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს და თუ "ვესტ ჰემი" მომავალში ფეხბურთელს გაყიდის, გარიგების 20% იტალიურ გუნდს უნდა გადაეცეს.

ანდერსონი "ლაციოს" "სანტოსიდან" 2013 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა 32 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112572