ფეხბურთი

15:03 | 14.06.2018 | ნანახია 908 - ჯერ

მასიმილიანო ალეგრიმ "რეალს" "იუვენტუსი" ამჯობინა

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის “რეალის” გაწვრთნა იუარა. ამის შესახებ თავად იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა იტალიურ მედიასთან საუბარში.

“ფლორენტინო პერესი დამიკავშირდა და “რეალში” მუშაობა შემომთავაზა. თუმცა, მე უარი ვუთხარი, რადგან ჩემი მომავალი “იუვენტუსშია”, - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ალეგრის “იუვენტუსს” 2014 წლიდან თავკაცობს და 4-ჯერ მოაგებინა სკუდეტო და იტალიის თასი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

“რეალმა” კი უკვე დანიშნა ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟულენ ლოპეტეგი, რომელიც ამის შემდეგ ესპანეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:55 | 14.06.2018
trezeguet88 (341)

კაი კაცი ხარ მაქს

14:33 | 14.06.2018
temo11 (1378)

დურანტივით არ მოიქცა? ))

სტატისტიკა
0.240928