ფეხბურთი

23:03 | 13.06.2018 | ნანახია 1184 - ჯერ

ლოპეტეგი: "იმედია ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება"

ესპანეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. 51 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.

“ძალიან დამწუხრებული ვარ. მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაქვს, რომ ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვებს”, - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც “რეალის” მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნის ამბავი გახმაურდა. “ფურია როხას” კი მუნდიალზე ფერნანდო იერო უთავკაცებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.057477