ფეხბურთი

21:27 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო იერო: "ესპანეთის ნაკრების მიზანი უცვლელია"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო იერომ “ფურია როხას” თავკაცის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

“წინ უნდა ვიყუროთ, რადგან დიდი გამოწვევა გველოდება. ახლა უმნიშვნელოა წარსულზე ფიქრი და საუბარი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ აქ ჩამოვედით შესანიშნავი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად და მიზანი უცვლელია.

გუნდში ცვლილებები არ იქნება, ვინაიდანა ამისთვის დროც არაა. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ გასულ ორ წელში დიდი სამუშაო იქნა გაწეული. ამას ჩვენ არ უნდა შევეხოთ.

მე კონცენტრირებული ვარ პორტუგალიასთან, შემდეგ კი ირანთან და მაროკოსთან მატჩებზე. სხვა საფიქრალი ამჟამად არ მაქვს, ამის დრო მუნდიალის დასრულების შემდეგ იქნება”, - განაცხადა იერომ.

შეგახსენებთ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ხულენ ლოპეტეგი მუნდიალის დაწყებამდე “რეალთან” კონტრაქტის გაფორმების გამო გაათავისუფლა.

პირინელები პირველ ტურში 15 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. იეროს დებიუტიც სწორედ ამ შეხვედრაში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109643