თამაშგარე

20:27 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოწოდება რუს ქალბატონებს: არანაირი სექსი უცხოელებთან!

რუსეთის პარლამენტის წევრი და ამავდროულად ოჯახის, ქალებისა და ბავშვების კომიტეტის თავჯდომარე ტამარა პლეტნიოვა რუსებს მოუწოდებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს უცხოელებთან ინტიმური კავშირი არ დაამყარონ.

ეს ინიციატივა პლეტნიოვამ რადიო “ამბობს მოსკოვ”-თან საუბარში გააჟღერა. მანვე მაგალითად 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშები მიყვანა და აღნიშნა, რომ მაშინ რუსეთში მარტოხელა დედათა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"მე არ ვარ ნაციონალისტი, მაგრამ ვიცი, რას განიცდიან მიტოვებული ბავშვები და დედები", - აღნიშნავს პლეტნიოვა.

არავინ იცის, რამდენად გაითვალისწინებენ პლეტნიოვას ინიციატივას, ისე კი, ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებს სამწვრთნელო შტაბმა უკვე აუკრძალა მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან მუნდიალის პერიოდში ურთიერთობა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება.

Loading...
0.157726