ფეხბურთი

18:54 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო ინძაგი სერია A-ს გუნდს გაწვრთნის

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფილიპო ინძაგი იტალიის სერია A-ს ბინადარ “ბოლონიას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. როგორც “როსობლუს” ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ინძაგი სერია A-ში 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ ბრუნდება, როდესაც “მილანს” თავკაცობდა. 2016-2018 წლებში კი, “ვენეციას” მწვრთნელი იყო, რომელიც ჯერ სერია C-დან სერია B-ში გადაიყვანა, ხოლო 2017-2018 წლების სეზონში სერია A-ს საგზურთანაც ახლოს იყო, თუმცა პლეი-ოფის ნახევარფინალში “პალერმოსთან” დამარცხდა.

რაც შეეხება “ბოლონიას”, ამ გუნდს ბოლო სამი წელი რობერტო დონადონი წვრთნიდა, რომელმაც პოსტი სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.

ფილიპო ინძაგის გარდა სერია A-ში მისი უმცროსი ძმა, სიმონეც მუშაობს, რომელიც “ლაციოს” მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111739