სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

17:33 | 13.06.2018 | ნანახია 280 - ჯერ

14-წლამდელთა ჩემპიონატში ლიდერ ჰიუნდაის ქუთაისმა გადაასწრო

დასკვნით ფაზაშია შესული საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ყოველდღიურად მიმდინარეობს თამაშები. ვითარება შეიცვალა ლიდერებში. მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად მავალი „ჰიუნდაი 1“ პირველად 10 დღის წინ „დინამოსთან“ დამარცხდა, რასაც 7 ივნისს „ქუთაისთან“ და 9 ივნისს – „რუსთავთან“ წაგებები მოაყოლა.

წარუმატებელი მატჩები ჰიუნდაელებს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდათ. დაკარგული ქულებით ლიდერს „ქუთაისმა“ გადაასწრო, ხოლო „რუსთავი“ – გაუთანაბრდა. თავის მხრივ, ქუთაისელებმა ბრწყინვალე კვირა ჩაატარეს, რომლის განმავლობაშიც მთავარ კონკურენტებს – „აკადემიას“, „ჰიუნდაი 1“-ს და „აჭარას“ სძლიეს და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ. ამ წარმატებულ მატჩებში ქუთაისელებს გამარჯვებისკენ ცოტნე ვაშაყმაძე მიუძღვოდა, რომელმაც „აკადემიასთან“ 9 (!) სამქულიანი ჩააგდო, საერთოდ კი, ბოლო 5 მატჩში, 34 სამიანი მიითვალა.

რეგულარული ჩემპიონატი 24 ივნისს სრულდება, რის შემდეგაც პლეი ოფში გასული 8 გუნდი გამოვლინდება.

გთავაზობთ 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით ჩატარებული 19 მატჩის შედეგს და განახლებულ სატურნირო ვითარებას.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.0792