ფეხბურთი

16:08 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგის შემცვლელი ცნობილია

ახლა უკვე ოფიციალურად – ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფერნანდო იერო გაწვრთნის. ამ ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

იერო მედიის წინაშე პრეზიდენტ ლუის რუბიალესთან ერთად დღეს წარსდგება. ფერნანდო იეროს დებიუტი “ფურია როხას” თავკაცის პოსტზე 15 ივნისს, პორტუგალიასთან შედგება.

50 წლის იეროს, რომელსაც ნაკრებში 89-ჯერ აქვს ნათამაშები (29 გოლი), სამწვრთნელო გამოცდილება თითქმის არ გააჩნია, რადგან აქამდე მხოლოდ “ოვიედოს” ავარჯიშებდა 2016-2017 წლების სეზონში.

შეგახსენებთ, რომ ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დღეს დაითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13417