სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:20 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრებიდან ლოპეტეგი დაითხოვეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით, ხოლო თავად ესპანელთა საწყის მატჩამდე 2 დღით ადრე, ხულენ ლოპეტეგი დაკავებული პოსტიდან მოხსნეს.

აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლუის რუბიალესმა ოფიციალურად დაადასტურა.

“ეს ძალიან რთული მომენტა, მაგრამ ჩვენ იძულებულნი გავხდით ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ლოპეტეგს წარმატებებს ვუსურვებთ, "რეალთან" კონტრაქტის გაფორმებამდე 5 წუთით ადრეც კი არ ვიყავით ინფორმირებულნი. ესპანეთის ნაკრები ყველა ესპანელისაა და გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო. მინდა, დავამშვიდო ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრები, რადგან გუნდი წარმატებისთვის ყველაფერს გაიღებს”, - განაცხადა რუბიალესმა.

საინტერესოა, რომ ესპანური მედიის ინფორმაციით, "ფურია როხას" ვეტერანებმა (სერხიო რამოსი, ანდრეს ინიესტა და სხვ) ფედერაციის პრეზიდენტს ლოპეტეგის პოსტზე დატოვების თხოვნით მიმართეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა რუბიალესმა მათი მოსაზრება არ გაითვალისწინა.

ლოპეტეგს ესპანეთის ნაკრებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა, თუმცა ხელშეკრულება გაუქმდა. ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმის მიზეზი კი ლოპეტეგსა და “რეალს” შორის გაფორმებული კონტრაქტი აღმოჩნდა.

კერძოდ, ესპანური ფეხბურთის ბოსებმა მიუღებლად მიიჩნიეს მუნდიალის დაწყებამდე სხვა გუნდთან საიდუმლოდ შეთანხმება.

ჯერჯერობით უცნობია ვინ გაწვრთნის “ფურია როხას” მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა მთავარ კანდიდატად ფერნანდო იერო სახელდება. ესპანეთს კი პირველი ტურის მატჩი 2 დღის შემდეგ პორტუგალიასთან ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108621
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X