ფეხბურთი

13:37 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვინ იყო 10 ნომერი?" - კოსტა რიკის ნაკრების მწვრთნელმა აზარი ვერ იცნო

ძნელია ფეხბურთში ჩახედული ადამიანი ნახო და ედენ აზარის შესახებ არ იცოდეს. კოსტა რიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოსკარ რამირესის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა რთულია, მაგრამ ფაქტია, ის ერთ-ერთი მათგანია.

საქმე ისაა, რომ რამისერსმა ბელგიასთან (1:4) ამხანაგური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ ბელგიელთა 10 ნომერი არ იცოდა ვინ იყო.

“ათმა ნომერმა ბევრი საფრთხე შეგვიქმნა, მისი სახელი არ ვიცი”, - თქვა ნამატჩევს ოსკარმა.

კოსტა რიკელთა თავკაცის საბედნიეროდ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, ამიერიდან კი, მეტოქეთა შესწავლა უფრო მეტად მოუწევს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131145