ისტორია

9:55 | 13.06.2018 | ნანახია 202 - ჯერ

13 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - დაიბადა შარუნას მარჩულიონისი. ლიტვის ნაკრების, ვილნიუსის “სტატიბასა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი. ამპლუით უკანახაზელი (196 სმ). 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპის 1987 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ლიტვის სახელით გამოსვლისას 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედლები. ევროპის 1995 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. დაასახელეს ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ. შარუნას მარჩულიონისი წარმატებით გამოდიოდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (“გოლდენ სტეიტ უორიორზი,” “სიეტლ სუპერსონიკზი,” “საკრამენტო კინგზი,” “დენვერ ნაგითსი”). 1987, 1989, 1990 და 1991 წლებში დაასახელეს ლიტვის საუკეთესო სპორტსმენად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1895 - საფრანგეთში პირველი საავტომობილო რბოლა ჩატარდა. ავტომობილთა გადაადგილების საშუალო სიჩქარემ 24 კმ/სთ შეადგინა.

1908 - ტომი ბერნსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ბილ სკვირისი მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1913 - სტაკი და კარსტენსი პირველი ალპინისტები გახდნენ, რომელთაც ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, მაკკინლი დალაშქრეს.

1928 - რიგით მეცხრე ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალში გადათამაშება შედგა. ურუგვაიმ არგენტინას 2:1 მოუგო. გოლები ურუგვაელთაგან ფიგეროამ და სკარონემ გაიტანეს, არგენტინელთაგან ბურთი მონტიმ გაიტანა. Fინალის პირველი მატჩი 1:1 დასრულდა.

1956 - მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა თასის პირველი გათამაშების ფინალურ მატჩში პარიზის “პარკ დე პრენსის” სტადიონზე ადგილობრივი “სტად დე რეიმსი” 4:3 დაამარცხა. თამაშს 38 239 მაყურებელი დაესწრო. გოლები რიალმა (2), დი სტეფანომ, მარკიტოსმა (“რეალი”) და ლებლონმა, ტემპლინმა, იდალგომ (“სტად დე რეიმსი”) გაიტანეს. “რეალი” (გუნდს ხოსე ვილიალონგა წვრთნიდა): ალონსო, ატიენსი, მარკიტოსი, ლესმესი, მუნიოსი, სარაგა, ხოსიტო, მარშალი, დი სტეფანო, რიალი, ჰენტო. “სტად დე რეიმსი” (გუნდს ალებრ ბატო წვრთნიდა): ჟაე, ზიმნი, ჟონკი, ჟირაუდო, ლებლონი, სიატკა, იდალგო, გლოვაცკი, კოპა, ბილიარი, ტემპლინი. ჩემპიონთა თასის პირველ ფინალურ შეხვედრას ინგლისელი არბიტრი არტურ ელისი სჯიდა.

1962 - ჩილეს მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალები: ბრაზილია _ ჩილე 4:2; ჩეხოსლოვაკია _ იუგოსლავია 3:1.

1962 - მუნდიალზე ბრაზილიისა და ჩილეს ნახევარფინალური მატჩის 80-ე წუთზე ჩილიელთა მცველმა ელიდიო ეოხასმა ფეხში უმოწყალოდ ჩაარტყა გარინჩას, რასაც ბრაზილიელი ფორვარდის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. პერუელმა არბიტრმა არტურო იამასაკიმ ორივე ფეხბურთელი მინდვრიდან დაითხოვა, ფიფამ კი მათ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. საქმეში ბრაზილიის პრემიერ მინისტრი ტანკრედო დი ალმეიდა როხასი ჩაერია, რომელმაც გარინჩას შეწყალების თხოვნით ფიფას მიმართა. საბოლოოდ გარინჩას ფინალში ასპარეზობის ნება დართეს.

1974 - გერმანიის ფედრაციული რესპუბლიკის ქალაქ ფრანკფურტში სტარტი აიღო მსოფლიოს მეათე ჩემპიონატმა ფეხბურთში. “ვალდშტადიონზე” ბრაზილიისა და იუგოსლავიის ნაკრებთა მატჩს 62 ათასი მაყურებელი დაესწრო, შეხვედრა კი 0:0 დასრულდა.

1982 - ესპანეთის მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. გახსნის მატჩი: ბელგია _ არგენტინა 1:0.

1986 - მექსიკის მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: დანია _ გფრ 2:0; შოტლანდია _ ურუგვაი 0:0.

1986 - შოტლანდიისა და ურუგვაის სამუნდიელე მატჩში მინდვრიდან ყველაზე “სწრაფი” გაძევების ფაქტი აღინუსხა. ფრანგმა რეფერიმ ჟოელ კინიომ ურუგვაელი ხოსე ბატისტა ასპარეზობის 53-ე წამზე გაუშვა გასახდელში.

1987 - დანიელ ბუეტნერმა, ბრეტ ანდერსონმა, მარტინ ენგელმა და ანა კნაბემ ველოსიპედით აშშ-ის შტატ ალიასკიდან არგენტინამდე მოგზაურობა დაასრულეს. მათ 15 266 მილი გაიარეს.

1990 - იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: არგენტინა _ სსრკ 2:0; ესპანეთი _ ურუგვაი 0:0.

1991 - აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში მიმდინარე გოლფისტთა ტურნირის მსვლელობისას ელვამ სამი მაყურებელი მოკლა.

1998 - საფრანგეთის მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ესპანეთი _ ნიგერია 2:3; ჰოლანდია _ ბელგია 0:0; სამხრეთ კორეა _ მექსიკა 1:3.

1998 - ეთიოპიელმა სტაიერმა ჰაილე გებრესალიემ ჰელსინკში მიმდინარე შეჯიბრებაზე ხუთ კილომეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (12 წუთი და 39,36 წამი). ამ შედეგის გაუმჯობესება დღემდე ვერავინ მოახერხა.

2002 - მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხრეთ კორეა _ იაპონია). ჯგუფური ეტაპი: კოსტა რიკა _ ბრაზილია 2:5; მექსიკა _ იტალია 1:1.

2005 - ფორმულა-1-ის ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა მონრეალში ჩატარებული “კანადის გრან-პრი” მოიგო.

2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (2006). ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია _ ხორვატია 1:0; საფრანგეთი _ შვეიცარია 0:0; ს. კორეა _ ტოგო 2:1.

2007 - შვეიცარიული “ციურიხის” მთავარ მწვრთნელად ბერნარ შალანდი დაინიშნა.

2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიამ საფრანგეთს 4:1 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. Iტალიამ რუმინეთთან 1:1 ითამაშა. იმ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონმა პენალტი მოიგერია.

2009 - “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის ფინალის მეხუთე მატჩში “ორლანდო მეჯიქი” 99:86 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონობა მოიპოვა. ეს კალიფორნიელთა დამრიგებელ ფილ ჯექსონის მეათე ტიტულია, რითაც მან ლეგენდარული მწვრთნელის რედ აუერბახის მიღწევა გააუმჯობესა.

2010 - სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ქალაქ პოლოკვანეში სლოვენიამ ალჟირს 1:0 მოუგო, პრეტორიაში სერბეთი განასთან 0:1 დამარცხდა, ხოლო დურბანში გერმანიამ ავსტრალიას 4:0 სძლია.

2012 - უკრაინა-პოლონეთში მიმდინარე საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიამ დანიას 3:2 მოუგო, გერმანელებმა კი ჰოლანდია 2:1 დაამარცხეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1795 - ტომას არნოლდი. ინგლისელი მეცნიერი. მან პირველმა შეიმუშავა რაგბის წესები.

1897 - ჰაავო იოჰანეს ნურმი. ლეგენდარული ფინელი სტაიერი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძლეოსანი. სამ ოლიმპიადაზე (1920, 1924, 1928) ოქროს ექვსი მედალი მოიპოვა. დამყარებული აქვს მსოფლიოს არაერთი რეკორდი.

1920 - კნუტ ნორდალი. შვედი ფეხბურთელი. 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1931 - ჟან-ჟაკ მარსელი. 1953-61 წლებში საფრანგეთის ნაკრების მცველი. გუნდისშემადგენლობაში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ფრანგული პირველი დივიზიონის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე – 426 მატჩში გაიტანა 76 ბურთი.

1937 - ერიხ რიბეკი. Gგერმანელი საფეხბურთო მწვრთნელი. 1988 წელს ლევერკუზენის “ბაიერს” უეფას თასი მოაგებინა. 1998-2000 წლებში წვრთნიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს.

1939 - ანტალ სენტმიხაი. 1950-70-იან წლებში უნგრეთის ნაკრების მეკარე. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 1964 წლის პირველობის ნახევარფინალისტი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. უნგრეთის რვაგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი.

1951 - ხუან როკია. არგენტინელი მცველი. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შედეგიან უკანახაზელთა შორის მერვე პოზიცია უკავია – 396 შეხვედრაში 86 გოლი გაიტანა.

1956 - ლეონიდ ტარანენკო. საბჭოთა ძალოსანი. 110 კგ წონით კატეგორიის ძალოსანთა შორის 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს 49 რეკორდი.

1957 - რინატ დასაევი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მოსკოვის “სპარტაკისა” და ესპანური “სევილიას” გოლკიპერი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1979, 1987) და 1979 წლის საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული. 1980, 1982, 1983 და 1985 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ.

1964 - შარუნას მარჩულიონისი. ლიტვის ნაკრების, ვილნიუსის “სტატიბასა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი. ამპლუით უკანახაზელი (196 სმ). 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპის 1987 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ლიტვის სახელით გამოსვლისას 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედლები. ევროპის 1995 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. დაასახელეს ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ. შარუნას მარჩულიონისი წარმატებით გამოდიოდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (“გოლდენ სტეიტ უორიორზი,” “სიეტლ სუპერსონიკზი,” “საკრამენტო კინგზი,” “დენვერ ნაგითსი”). 1987, 1989, 1990 და 1991 წლებში დაასახელეს ლიტვის საუკეთესო სპორტსმენად.

1974 - ვალერი ბურე. რუსი ჰოკეისტი. “დეტროიტ რედ უინგზის” მოთამაშე.

1978 - ფრედერიკ იონზონი. შვედეთის საკალათბურთო ნაკრების მძიმე-ფორვარდი მეფარე (207 სმ). ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

1980 - ლინტონ ჯონსონი. “სან ანტონიო სპერზის” ფორვარდი (200 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი.

1980 - ხუან კარლოს ნავარო. ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრებისა და “ბარსელონას” მსროლელი-ფორვარდი (192 სმ). მეტსახელად “ლა ბომბა”. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 2009 და 2011 წლების ჩემპიონი. 2003 და 2010 წლების ევროლიგის გამარჯვებული. დაასახელეს ევროლიგის 2006, 2007, 2009, 2010 და 2012 წლების გათამაშებების სიმბოლურ ხუთეულში. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი. ევროპის 2003 და 2007 წლების პირველობების ფინალისტი. 2001 წლის კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონი, ქვეყნის “სამეფო თასის” ექვსგზის მფლობელი. 2007-08 სეზონში თამაშობდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მემფის გრიზლიში”.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070357