ფეხბურთი

1:25 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლემარი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

საფრანგეთის ნაკრებისა და “მონაკოს” შემტევი ნახევარმცველი ტომას ლემარი კარიერას “ატლეტიკოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია მადრიდული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის ფინანსური მხარე უცნობია, თუმცა ესპანური მედიის ვარაუდით, “როხიბლნაკოს” ფეხბურთელის შეძენა 60-დან 65 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

22 წლის ლემარმა სახელი “მონაკოს” რიგებში თამაშით გაითქვა, რომლის შემადგენლობაში გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ტომასი ამჟამად საფრანგეთის ნაკრებშია მიწვეული და მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110507