ფეხბურთი

10:59 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მას დიდი მომავალი აქვს" - "სარაგოსა" პაპუნაშვილს 10 მილიონად აფასებს

გიორგი პაპუნაშვილმა “სარაგოსაში” წარმატებული სეზონი ჩაატარა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ ესპანური გამოცემა Zaragoza.eldesmarque.com-ი წერს და აღნიშნავს, რომ მას დიდი მომავალი აქვს.

გარდა ამისა, წყარო აანონსებს, რომ გიორგი არაგონელებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს:

“ნათელია, რომ “სარაგოსაში” სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. ქართველმა ფეხბურთელმა ეს დაამტკიცა კარგი თამაშით და განსაკუთრებით, გატანილი გოლებით, რადგან კლუბის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე გავიდა.

ადაპტაციის პრობლემების მიუხედავად, პაპუმ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ლა ლიგა 2-ში ძლიერი ფეხბურთელია და ამავდროულად, დიდი მომავალიც აქვს, რადგან მხოლოდ 22 წლისაა. მან დაიმსახურა ახალი კონტრაქტი, რომელსაც მხოლოდ მხარეების ხელმოწერა აკლია.

თავდამსხმელის ხელფასი გაუმჯობესდება და ამასთან, კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის თანახმადაც მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი იქნება. ხელშეკრულება, რომელიც ამჟამად 2021 წლამდეა გათვლილი, ერთი წლით გახანგრძლივდება”, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილი “სარაგოსაში” ერთი წლის წინ გადავიდა. ლა ლიგა 2-ის განვლილ სეზონში ქართველმა შემტევმა 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა. თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბორხა იგლესიასს ჩამორჩა, რომელმაც სეზონი 22 გოლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118041