ფეხბურთი

17:32 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პატრიკ ვიეირა სამშობლოში დაბრუნდა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირა სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან “ნიცას” მთავარი მწვრთნელი იქნება. როგორც ზღვისპირელთა ვებგევრდი იტყობინება. ვიეირამ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

პატრიკი “ნიცას” თავკაცის პოსტზე ლუსიენ ფავრს შეცვლის, რომელმაც დორტმუნდის “ბორუსია” ჩაიბარა.

პატრიკ ვიეირამ სამწვრთნელო კარიერა “მანჩესტერ სიტის” აკადემიაში დაიწყო, ხოლო 2015 წლიდან “ნიუ-იორკ სიტის” ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113948