ფეხბურთი

14:49 | 11.06.2018 | ნანახია 4475 - ჯერ

ოთარ კაკაბაძე ლა ლიგის ბინადართა რადარზე

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე შესაძლოა ახალი სეზონიდან ესპანეთის ლა ლიგაში ვიხილოთ. 22 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა As-ი წერს და აღნიშანვს, რომ მის მიმართ პრიმერადივიზიონის გუნდები არიან დაინტერესებულნი. თუმცა, კონკრეტული სახელები ამ ეტაპზე ნახსენები არაა.

წყაროს ცნობით, კაკაბაძე გარკვეული დილემის წინაშე დგას: “ხიმნასტიკი” თუ ლა ლიგა? – ოთარს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და კატალონიაში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მეორეს მხრივ, ლა ლიგაში თამაშზე ოცნებობს.

ესპანური მედია იტყობინება, რომ “ხიმნასტიკი” ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს და დაინტერესებულ კლუბებს, რომლებმაც უკვე მიმართეს კიდეც კაკაბაძის ტრანსფერზე, მკაფიო უარი განუცხადა. გარდა ამისა, “ნასტიკი” დამდეგ სეზონში მაღალ მიზნებს, მინიმუმ ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოხვედრას ისახავს და ბუნებრივია, ამისთვის ჩვენებურიც სჭირდება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, 22 წლის კაკაბაძემ დიდი პროგრესი განიცადა და გასული სეზონი დასამახსოვრებელი იყო მისთვის – 36 მატჩი, 1 გოლი, 6 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:18 | 12.06.2018
giorealist (2043)

ლა ლიგას სკამების ხეხვას, ჯობია ხიმნასტიკში ითამაშოს, მშვენიერი დონეა მეორე ლიგაშიც.

09:50 | 12.06.2018
sturtuc (3099)

ერთი წელი მანდ რომ დარჩეს როგორც ხშირად ხდება და თითქმის ყველა კლუბი აკეთებს თუ ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს სკამზე დასვამენ. ასე რომ დარჩენა იმ იმედით რომ მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით და ამ ან უკეთეს ფორმაში მყოფმა დატოვოს ხიმნასტიკი ძალიან მცირეა.

22:54 | 11.06.2018
zanzibari (276)

მინიშნება კეთდება რაზე? რომ ლა ლიგაში სათადარიგო სკამზე მოუწევს ჯდომა? ამიტომ ჟინი ე.გ წ. "ჟილკა" უნდა გამოავლინოს უსსხლო კიარა მებრძოლი კბილებით უნდა დაგლიჯოს ყველა ბევრი იშრომოს თავისი პლიუსები კიდე უფრო უნდა დახვეწოს და მინუსებზე გაასმაგებულად იმუშაოს უდავოდ ნიჭიერია აქვს შანსი დიდი ფეხბურთი ითამაშოს მახსოვს გელა კეტაშვილი გლეჯდა მის ფლანგზე ყველაფერს და კიდევაც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი გისურვებ ლალიგაშიც ჩემპიონთა ლიგაშიც მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზეც გეთამაშოს ყველას ძალიან გვასახელებ უფალი შენსკენ.

21:47 | 11.06.2018
sabonis (7958)

აუფ მაგარი დილემაა რა ხიმნასტიკი თუ ლა ლიგა? დდდდდდ რა დილემა კაცო ეგრევე მოხიოს ლა ლიგაში.

21:22 | 11.06.2018
aulol besoi (778)

მე კი ვფიქრობა, მაგ გუნში და მაგ ლიგაში მეტი პროგრესი ვერ ექნება და თუ დარჩება, საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ ერთი დაკარგული წელი გამოვა პროგრესისთვის, ამიტომ თუ რეალური შემოთავაზება იქნება ჩემი აზრით ჯობია წავიდეს...

18:13 | 11.06.2018
arturi-baierni (24437)

ერთი სეზონი ჯობია კიდევ განიცადოს პროგრესი

16:01 | 11.06.2018
dinamo222 (3987)

მგონია რომ ჯობს ჯერჯეროვით დარჩეს იქ სათამაშო პრაქტიკაც ექნება და გუნდშივ პატივს სცემენ ერთი წლის მერე თავისუფალი აგენტი გახდება და უფრო მაღალ ხელფასსაც იოლად გამოკრავს ხელს

15:10 | 11.06.2018
ogafa (7069)

ლა ლიგა რათქმა უნდა

14:48 | 11.06.2018
(Y)ლეო, შენ არ ხარ მესი(ა) !!! (KORBEN) (11481)

ლა ლიგა მშვენიერია. თანაც ბედად კარვახალიც ხშირად ტრავმიანობს

08:56 | 12.06.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6080)

15:54 | 11.06.2018
O. Mertskhali (2279)

ოო

სტატისტიკა
0.176474