ფეხბურთი

13:28 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი და პსჟ ამ კვირაში დადასტურდება

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ს ფეხბურთელი ხდება. როგორც Calciomercato იტყობინება, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ფრანგული გუნდი ტრანსფერს ოფიციალურად მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, 12 ან 13 ივნისს დაადასტურებს.

გარიგების თანახმად, ბუფონი პარიზელებთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან, 2022 წლის მუნდიალის ელჩი გახდება, რომელსაც ყატარი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსი”, რომლის რიგებში 2001 წლიდან თამაშობდა, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვა. მიუხედავად ამისა, 40 წლის მეკარე ფეხბურთში რჩება და როგორც ჩანს, მინიმუმ 2 სეზონი კვლავ ითამაშებს.

0.105247