სხვა

18:31 | 10.06.2018 | ნანახია 235 - ჯერ

რიგამ დსთ-ის, ბალტიისპირეთის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდა დსთ-ს, ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელთა რეგიონული ფორუმი.

ორი დღის განმავლობაში 15 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს ოლიმპიური მოძრაობის და განათლების საკითხები, სტუდენტური სპორტის პერსპექტივები. ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს ასევე გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება მედიცინის, მეცნიერების და მასმედიასთან სპორტის ურთიერთქმედების საკითხები.

საქართველოდან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელთა რეგიონულ ფორუმს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

2017 წლის რეგიონულ ფორუმს აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.05228