ფეხბურთი

14:49 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ 350 მილიონს შესთავაზებს

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მზადაა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევის ნეიმარის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 350 მილიონი ევრო შესთავაზოს. როგორც The Sun-ი იუწყება, აღნიშნული წინადადება სამხრეთამერიკელის გამოსასყიდ თანხაზე დაახლოებით 50 მილიონ ევროზე მეტია.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ნეიმარს უფლება არ აქვს პსჟ 2019 წლამდე დატოვოს. შესაბამისად, "რეალს" მოუწევს გამოსასყიდი თანხა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გადაიხადოს და ბრაზილიელი დაიბევოს. თუმცა "სამეფო კლუბს" მოცდა არ სურს და ჯერჯერობით გაურკვეველია წავა თუ არა ფრანგული მხარე დათმობაზე.

The Sun-ი ასევე იუწყება, რომ "რეალი" ნეიმარს წელიწადში 45 მილიონ ევროს გადაუხდის და ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება. ასევე, გარიგებაში შეთანხმება იქნება ნაიკთან, რომელიც ნეიმართან მუშაობს და ტრანსფერის შემდეგ მადრიდელთა სპონსორი გახდება. ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჭორია და "რეალი" ნეიმარის სანაცვლოდ ასეთ კოლოსალურ თანხას არ გადაიხდის.

ბრაზილიელი "პარი სენ ჟერმენში" "ბარსელონადან" გასული წლის ზაფხულში 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. გასულ სეზონში ნეიმარმა ტრავმის გამო თითქმის ნახევარი სეზონი გამოტოვა და 30 შეხვედრაში თავი 28 გოლით და 17 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნეიმარის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის შეფასებით 180 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101156