ფეხბურთი

16:29 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" მაჰრეზის ტრანსფერში 85 მილიონს გადაიხდის

ალჟირის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" შემტევი რიად მაჰრეზი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდება. როგორც Mirror-ი იუწყება, ფეხბურთელის სანაცვლოდ "ქალაქელები" 85 მილიონ ევროს გადაიხდიან. კლუბები ამჟამად ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, მათ შორის რიადის აგენტის ჰონორარსაც.

მაჰრეზი "მელიებს" 2014 წელს "ლე ავრიდან" შეუერთდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 179 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 48 გოლი და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა. ალჟირელი "ლესტერთან" ერთად პრემიერლიგის ჩემპიონიც გახდა 2015/16 წლების სეზონში.

0.121849