ფეხბურთი

15:57 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს

მადრიდის “რეალის” მცველ დანი კარვახალს შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის დასაწყისი გაუცდეს. როგორც “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა იულიან ლოპეტეგიმ განაცხადა, კარვახალი მუნდიალზე ითამაშებს, მაგრამ საწყისი თამაშები შეიძლება გამოტოვოს.

“ არ ვიცი ითამაშებს თუ არა, პირველ-ორ შეხვედრაში, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. რისკზე არ უნდა წავიდეთ, რომ ტრავმა არ გაუარესდეს”, - განაცხადა ლოპეტეგიმ Goal.com-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ კარვახალმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო, თუმცა ესპანეთის ნაკრების განაცხადში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ კარვახალმა ლიგის ფინალში ტრავმა 2016 წელსაც მიიღო და მაშინ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.

0.104956