ფეხბურთი

13:42 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მერტესაკერმა კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პერ მერტესაკერმა კარიერა დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონის “არსენალის” ვებგვერდი ავრცელებს.

33 წლის მერტესაკერს ბოლო პერიოდში ტრავმიანობა აწუხებდა ამ მიზეზით გასულ სეზონში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა (1 გოლი). გერმანელმა მცველმა სახელი “ჰანოვერში” თამაშით გაითქვა, რომლის ღირსებას 2003-2006 წლებში იცავდა.

2006-2011 წლებში უკვე ბრემენის “ვერდერის” წევრი იყო, ხოლო მას შემდეგ “არსენალის” მაისური ემოსა. საკლუბო დონეზე 2009 წელს გერმანიის თასი მოიგო, 204, 2015, 2017 წლებში ინგლისის თასი, ხოლო 2015 და 2017 წლებში ინგლისის სუპერთასი.

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 2004-2014 წლებში 104 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა (2014 წ). გარდა ამისა, 2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის, ხოლო 2006 და 2010 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

0.110955