ფეხბურთი

23:40 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასმა" ესპანელი მეკარე დაიმატა

"ხეტაფეს" უკვე ყოფილი მეკარე ვინსენტ გუაიტა კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "არწივების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 31 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გუაიტა "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია და "ხეტაფეში" 2014 წელს გადავიდა. გასულ სეზონში ვინსენტმა ლა ლიგაში 34 შეხვედრა ჩაატარა, 28 გოლი გაუშვა და 12 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ესპანელი ინგლისურ გუნდში ზამთარში უნდა გადასულიყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა, ახლა კი "კრისტალ პალასმა" ფეხბურთელი უფასოდ დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122594