ფეხბურთი

20:45 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ჩანმა და ფლანაგანმა დატოვეს

ემრე ჩანის და ჯონ ფლანაგანის თანამშრომლობა "ლივერპულთან" დასრულებულია. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელებს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და კლუბი დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებენ მოთამაშეები კარიერას.

მცველი ფლანაგანი "ლივერპულის" აკადემიის აღზრდილია და მტავარ გუნდში ჩატარებულ 51 შეხვედრაში თავი ერთი გოლით და ხუთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში ფეხბურთელი "ბოლტონში" იყო განათხოვრებული და გუნდის შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა.

ემრე ჩანი კი "ლივერპულმა" 2014 წელს "ლევერკუზენიდან" დაიმატა. მას შემდეგ ნახევარმცველმა 167 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 12-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. გასულ სეზონში ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა და ახლა 30 მილიონი ევროა.

0.119968