ფეხბურთი

16:31 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

CDS: დავიდე ასტორი ძილში არ გარდაცვლილა

ფლორენციის “ფიორენტინას” ყოფილი კაპიტნის, დავიდე ასტორის გარდაცვალების შესახებ ახალი ცნობები გაჩნდა. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელის გული ძილში არ გაჩერებულა.

როგორც მედექსპერტიზამ აჩვენა, იტალიელი მცველის გარდაცვალების მიზეზი ტაქიკარდია გახლდათ. წყაროს ცნობით, ასტორის გადარჩენა მოხერხდებოდა, მის გვერდით ვინმე რომ ყოფილიყო და დახმარება გაეწია.

მაგრამ, ასტორისთვის საბედისწეროდ, როგორც გუნდის კაპიტანი სასტუმროს ნომერში მარტო იმყოფებოდა...

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების და “ფიორენტინას” მცველი დავიდე ასტორი მიმდინარე წლის 4 მარტს, ქალაქ უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

0.108355