ჩოგბურთი

20:45 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი საფრანგეთის ღია ჩემპიონატის მე-11 ტიტულისკენ მიიწევს

საფრანგეთის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში რაფაელ ნადალმა დიეგო შვარცმანი 4:6, 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. თამაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან გუშინ წვიმის გამო შეხვედრა შეწყდა. არგენტინელი პირველი სეტი მოიგო და მეორეს აგებდა, თუმცა წვიმის შემდეგ ესპანელმა ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა და იოლად მოიგო.

ნადალი მე-11 გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში და წინა ათ შემთხვევაში ნადალმა ტურნირი მოიგო. დიეგოსთან ურთიერთშეხვედრებში კი რაფა უკვე 6:0 იგებს. სამხრეთამერიკელმა მხოლოდ პირველი სეტი ითამაშა კარგად, როდესაც გათამაშებიდან ქულა 20-ჯერ აიღო და მეტოქეს აიძულა 14 შეცდომა დაეშვა. ამის შემდეგ კი ნადალმა თამაშის ხარისხი გამოასწორა. მართალია ესპანელმა ქულები ნაკლები აიღო (34-37), მაგრამ შვარცმანმა 18 შეცდომით მეტი დაუშვა (64-46) და ნადალი ნახევარფინალში გავიდა.

შემდეგ ეტაპზე მალიორკელის მეტოქე არგენტინელი ხუან-მარტინ დელ პოტრო იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 10:5 ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122724