სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭადრაკი

15:56 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე (ნაწილი VII)
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

მერვე ოლიმპიადა

ბუენოს აირესი, 1939 წლის 24 აგვისტო - 19 სექტემბერი

ეს იყო მეორე მსოფლიო ომისწინა პერიოდის ბოლო საჭადრაკო ოლიმპიადა. ბუენოს-აირესში ჩასვლის სურვილი თავიდან 40-მა ქვეყანამ გამოთქვა, რამაც მასპინძელთა აღელვება გამოიწვია, - ნამდვილად არ ელოდნენ ამდენ დელეგაციას, თუმცა საბოლოოდ 27 ქვეყნის გუნდი ჩავიდა არგენტინაში.

დიდი მოულოდნელობა იყო ოლიმპიადების ოთხგზის გამარჯვებულის - აშშ-ს ნაკრების უარი, არ ჩავიდნენ ორგზის ჩემპიონი უნგრელებიც. სამხრეთ ამერიკაში ჩასვლისათვის თანხა ვერ გამონახა იუგოსლავიის ნაკრებმა.

ოლიმპიადის მონაწილეთა რიგებში მცირე შესვენებისა და ფიდეს წევრობის აღდგენის შემდეგ კვლავ გამოჩნდა გერმანიის ნაკრები, რომლის რიგებში ამ ქვეყნის მიერ ანექსირებული ავსტრიის მოჭადრაკეები თამაშობდნენ. პირველ დაფას ელისკაზესი ამშვენებდა.

ოლიმპიადაზე პირველად ითამაშა მსოფლიოს ექსჩემპიონმა კაპაბლანკამ, რომელმაც 16 პარტიიდან 7 მოიგო, დანარჩენი კი ყაიმით დაასრულა.

საფრანგეთის ნაკრებს კვლავ მსოფლიოს ჩემპიონი ალიოხინი ედგა სათავეში.

ახალი სისტემა იქნა შემოღებული ჩემპიონის გამოსავლენად: შეიქმნა ოთხი ჯგუფი (სამი 7-7 გუნდიანი და ერთი - 6 გუნდით), ჯგუფებში 4-4 საუკეთესო გუნდი მთავარი პრიზისათვის აგრძელებდა ბრძოლას.

მეორე მსოფლიო ომისწინა დაძაბულობამ ბუენოს-აირესშიც ჩააღწია: ნახევარფინალური ეტაპის წინ გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ჩეხებს ეროვნული დროშის აღება და „პროტექტორატის“ ალმის დადება მოსთხოვა, რაზეც ჩეხებმა უარი განაცხადეს. მათ მხარი მონაწილეთა უმრავლესობამ დაუჭირა და ჩეხეთის ეროვნული დროშა ტურნირის ბოლომდე ამშვენებდა მაგიდას.

ტურნირის ორგანიზატორები კიდევ ერთ სიძნელეს წააწყდნენ. ტურნირის მთავარი პრიზი მანამდე ნიუ-იორკში, მარშალის სახელობის კლუბშინ ინახებოდა და ამერიკელები არ უბრუნებდნენ ფიდეს იმ მოტივით რომ, მათი გუნდი ოლიმპიადების ზედიზედ სამგზის (სულ ოთხგზის) გამარჯვებული იყო და თასი მათი სამუდამო საკუთრება გახლდათ. საბოლოოდ, მაინც მოხერხდა თასის ჩატანა ბუენოს-აირესში.

ამით ინციდენტები არ ამოწურულა: 1 სექტემბერს, ფინალური ეტაპი რომ დაიწყო, გავრცელდა ცნობა, რომ გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, ხოლო ინგლისმა ომი გამოუცხადა გერმანიას... ამის გამო ინგლისელმა მოჭადრაკეებმა შეწყვიტეს ასპარეზობა და სამშობლოსკენ აიღეს გეზი.

ფაშისტური გერმანიის მოქმედებაზე მძიმე რეაქცია ჰქონდათ მსოფლიოს ჩემპიონ ალიოხინსა და დიდოსტატ ტარტაკოვერს. ალიოხინმა რადიოეთერით მიმართა ყველას, ბოიკოტი გამოეცხადებინათ გერმანიის ნაკრებისათვის.

ტურნირი ჩაშლის პირას იყო. ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთმანეთს არ შეხვდებოდნენ გერმანია - პოლონეთი და გერმანია - საფრანგეთი, ორივე მხარეს კი 2-2 ქულა დაეწერებიოდათ.

თავის მხრივ გერმანელმა მოჭადრაკეებმა აიძულეს ჩეხები, არ ეთაშამათ პოლონეთისა და საფრანგეთის გუნდებთან.

ფინალური ეტაპის დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ. მათ ჩეხებს 3,5:0,5 მოუგეს, თუმცა მეორე დღეს გერმანელებთან დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში ნელ-ნელა დაქვეითდნენ..

ტურნირის ფინიშამდე ორი ტურით ადრე ასეთი მდგომარეობა გახლდათ: პოლონეთი - 32 ქულა, გერმანია - 31, შვედეთი - 30,5, ესტონეთი და ჩეხეთი - 29-29. გერმანელები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან ერთი თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული. ბოლოსწინა ტურში პოლონელები ისვენებდნენ, გერმანელებმა კი მოუგეს შვედებს 3:1 და წინ გაიჭრნენ.

ბოლო ტურს უნდა გადაეწყვიტა გამარჯვებული. გერმანელებს (ერიხ ელისკაზესი, პაულ მიხელი, ლუდვიგ ენგელსი, ალბერტ ბეკერი, ჰენრიხ რეინგარდტი) ფრეც აწყობდა ჰოლადიის გუნდთან და რისკზე არც წასულა - 2:2

ვერცხლის მედლები პოლონელებს (საველი ტარტაკოვერი, მეჩისლავ ნაიდორფი, პაულინო ფრიდმანი, თეოდორ რეგეძინსკი, ფრანციშეკ სულიკი) ხვდათ წილად, თუმცა მათ გერმანელებთან რეალურად რომ ეთამაშათ, ძნელი სათქმელია, ვის დარჩებოდა თასი.

მესამე ადგილის დაკავებით დიდ წარმატებას მიაღწია ესტონეთის ნაკრებმა, რომელსაც პაულ კერესი თავკაცობდა.

სულ ბუენოს-აირესში 930 პარტია გათამაშდა. ტურნირის დასრულების შემდეგ ბევრი მონაწილე ომის მდგომარეობაში მყოფ ევროპაში არ დაბრუნებულა, მათ შორის იყვნენ ნაიდორფი და შტალბერგი. რაც შეეხება მთავარ პრიზს, - ის გერმანიაში არც წაუღიათ - ბუენოს-აირესში დარჩა მეორე მსოფლიო ომის დასრულების და ოლიმპიადების განახლების მოლოდინში, მაშინ არავინ იცოდა, რომ მომდევნო ოლიმპიადა მხოლოდ 11 წლის შემდეგ ჩატარდებოდა.

გაგრძელება იქნება

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.104544
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X