ფეხბურთი

1:56 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი და "სარაგოსა" ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პლეი-ოფში, რომლის მეშვეობითაც ლა ლიგაში გადამსვლელი გუნდის ვინაობა ირკვევა, ჩაერთო გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა”.

არაგონელები ნახევარფინალი პირველ მატჩში სტუმრად, სორიაში, “ნუმანსიას” დაუპირისპირდნენ და საპასუხო თამაშის წინ სასურველი შედეგი დააფიქსირეს – 1:1.

ორივე გოლი საწყის ხუთ წუთში გავიდა: მე-4 წუთზე სტუმრები ალბერტო საპატერმა დააწინაურა, მაგრამ 1 წუთში გილერმომ გაათანაბრა და მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. პაპუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71-ე წუთამდე იმყოფებოდა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო და გადამწყვეტი მატჩი, რომელიც ფინალში გამსვლელის ვინაობას გაარკვევს, “ლა რომარედაზე” 9 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099327