ფეხბურთი

19:27 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუსტი შეტევა, მომენტების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელი - კრიტიკული ვლადიმირ ვაისი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლუქსემბურგთან (0:1) თამაში შეაფასა. სლოვაკმა სპეციალისტმა სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში წაგების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომენტების რეალიზების ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, კმაყოფილი მხოლოდ ორი ახალწვეულით, ვახტანგ ჭანტურიშვილით და ოთარ კიტეიშვილით დარჩა. თუმცა, დასძინა, რომ საქართველო ლუქსემბურგთან არ უნდა მარცხდებოდეს.

"პირველ რიგში ჩვენ გვაქვს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემადგენლობით ვთამაშობდით, ვერ უარვყოფთ, რომ ამჟამად ჩვენი შეტევა იყო სუსტი. ეს ფეხბურთელები უნდა გაიხსნან, კონკურენცია შექმნან მათთან, ვინც შეკრებაზე არ იყო. ჩვენ გავიტანეთ მხოლოდ ერთი გოლი პენალტით პირველ მატჩში მალტის წინააღმდეგ. თუმცა ვითამაშეთ ათი ფეხბურთელით და ეს იყო დადებითი შედეგი. ჩემთვის მეორე შეხვედრა გახლდათ გასაკვირი იმიტომ, რომ არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან ამ თამაშის ხარისხით. მომენტების რეალიზაცია ძალიან დაბალია. ახალწვეულებიდან კმაყოფილი მხოლოდ ჭანტურიშვილით და კიტეიშვილით ვარ, რომლებმაც შეძლეს კონკურენციის გაწევა სხვა ფეხბურთელებთან.

ერთა ლიგის ჯგუფში ყველა გამარჯვებისთვის იბრძოლებს, იმიტომ, რომ ეს დიდი შანსია მიაღწიო წამატებას და გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე. ეს ეხება ყველა ჩვენ მოწინააღმდეგეს. ერთა ლიგას ვიწყებთ ყაზახეთში, სადაც მარტივი თამაში არ გველის. ყაზახები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ფლანგიდან თამაშობენ ასევე კარგად. დარწმუნებული ვარ, კარგი შემადგენლობით ვიქნებით, ფეხბურთელები დაბრუნდებიან ტრავმების შემდეგ გუნდში, თუმცა ყოველთვის პრობლემაა ტრავმირებულები, ამ შეკრებაზეც გვქონდა ეს პრობლემა. გვილიამ წითელი ბარათი მიიღო და ვერ დაგვეხმარა, ამიტომ დისციპლინას დიდ ყურადღებას მივაქცევთ. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ ასევე ტაქტიკას და ვეცდებით გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომელიც მოიგებს ყაზახეთში ან დადებით შედეგს აჩვენებს იმიტომ, რომ პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაასრულა. "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედას 6 სექტემბერს, ყაზახეთში ჩაატარებენ.

0.11602