ფეხბურთი

20:25 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დელე ალი: "ინგლისს ჩემპიონობა შეუძლია"

ინგლისის ნაკრების ნაკრების ნახევარმცველი დელე ალი მიიჩვენს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონობა შესაძლებელია. “ტოტენჰემის” ფეხბურთელის თქმით, თუ ყველა მაქსიმუმს გაიღებს, გამორიცხული არაფერია.

“რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად მივდივართ. თუ ყველა ჩვენგანი თავის მაქსიმუმს აჩვენებს, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ გვყავს საოცარი მოთამაშეები, რომელთაც კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. საუთგეიტმა კი გუნდში დიდი სამუშაო შეასრულა”, - განუცხადა ალიმ Sky Sports.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისი ტუნისს (18 ივნისი), პანამას (24 ივნისი) და ბელგიას (28 ივნისს) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114265