ფეხბურთი

18:25 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლიხშტაინერი "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდონის “არსენალმა” შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი სტეფან ლიხშტაინერი გაიფორმა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 34 წლის ფეხბურთელი ლონდონელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. შვეიცარიელი “არსენალში” 12 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“სტეფანს დიდი გამოცდილება გააჩნია. ის არის მაღალი ხარისხის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან პოზიტიური ადამიანია. მოედანზე აუცილებლად გაგვაძლიერებს”, - განაცხადა “მეთოფეთა” თავკაცმა უნაი ემერიმ.

სტეფან ლიხშტაინერის კარიერა 2001 წელს “გრასჰოპერიდან” დაიწყო, ხოლო შემდეგ ფრანგულ “ლილსა” და რომის “ლაციოში” ითამაშა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, 2011-2018 წლებში ტურინის “იუვენტუსში” გაატარა.

ლიხშტაინერმა “ბებერი ქალბატონის” მაისურით 257 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა, შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 4-ჯერ იტალიის თასის და სამჯერ იტალიის სუპერთასის გამარჯვებული. ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც. სტეფან ლიხშტაინერი შვეიცარიის ნაკრების კაპიტანია, რომლის ღირსება დღემდე 99 შეხვედრაში დაიცვა და 8 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113473