ძიუდო

17:30 | 5.06.2018 | ნანახია 5994 - ჯერ

"იატაკქვეშა” აღმასკომის სხდომა ძიუდოს ფედერაციაში
შოთა ხაბარელს აღმასკომიდან გარიცხვა ემუქრება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ფეისბუქის გვერდზე აღმასკომის სხდომის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. სხდომა დღეს, თბილისში გაიმართა, ოღონდ კონკრეტულად სად, ახლაც გასაიდუმლოებულია. ფედერაციის ფეისბუქით გუშინ გავრცელებული არასრულყოფილი ანონსის შემდეგ, "მსოფლიო სპორტმა” სხდომის ჩატარების ადგილის შესატყობად ფედერაციის სპორტულ დირექტორს - ზურაბ უსუფაშვილს მიმართა. სწორედ მას მივმართავთ ხოლმე მას-მედია დეტალების დასაზუსტებლად და არაერთხელაც დაგვხმარებია, მაგრამ ამჯერად გვითხრა, რომ ვერაფერს გვეტყოდა, რადგან არ იცოდა, სად ტარდებოდა აღმასკომის სხდომა.

არ დადასტურდა ფედერაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ გაცემული ინფორმაცია, თითქოს აღმასკომის წევრები ძიუდოს აკადემიაში იკრიბებოდნენ. ერთ-ერთმა კოლეგამ შოთა ხაბარელისგან სცადა ინფორმაციის მიღება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტების მსგავსად, არც აღმასკომის წევრი ოლიმპიური ჩემპიონი გახსენებიათ სხდომამდე. სხდომაზე კი ხაბარელზეც უსაუბრიათ.

2018 წლის 5 ივნისის აღმასკომის სხდომა

2018 წლის 5 ივნისს, ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა დადგენილება და გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:

1. დადგენილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

აღმასკომის 5 წევრისაგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის და ასევე ფედერაციის ეფექტიანი და სწრაფი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ამავე ჯგუფში წევრის სტატუსით მყოფ ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივანს – გიორგი ათაბეგაშვილს დაეკისროს ფედერაციის მმართველობითი ფუნქციების განხორციელება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ წარმოშობილი ურთიერთობების დასარეგულირებლად. გენერალური მდივანი ამ პერიოდში განხორციელებული უფლებამოსილების დროს ანგარიშვალდებულია როგორც აღმასკომის, ასევე ყრილობის წინაშე. სამუშაო ჯგუფში შედიან: ზაქრო კევლიშვილი, გიორგი ათაბეგაშვილი, თენგიზ ხუბულური, ზაზა გულბიანი, მამუკა ნავერიანი.

2. თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა

მწვრთნელები ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი დანიშნულ იქნან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლად.

3. აღმასკომის წევრის შოთა ხაბარელის ქმედების შეფასების საკითხი

აღმასკომმა განიხილა მისი წევრის – შოთა ხაბარელის ქმედებები უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამეთუ მის ქმედებებში არსებობს წევრის სტატუსისთვის შეუფერებელი საქციელის ნიშნები. აღმასკომმა გადაწყვიტა, უახლოეს სხდომაზე იმსჯელოს ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე.

Loading...

კომენტარები (34)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:08 | 18.07.2018
ალექსანდრე (5229)

არც მარგველა გამოვიდა

22:30 | 16.07.2018
გარეჯი (3329)

რა მოხდა ღვინიაშვილი ასში უნდა გამოსულიყო დ ა არ გამოსულა. ერთი ვიცი ტოტიკაძვილიც გაუშვიათ ნაკრებიდნ

16:35 | 16.07.2018
BEERTRANCE (97819)

წაშალეთ მაინც ძიუდოს სექცია თუ აღარაფერს წერთ. ევროპის თასზე ნაგლიაშვილი ჩინებულად კი გამოვიდა მარა ჩვენს დელეგაციას რო თავგადასავალი არ ელევა ...

17:32 | 12.07.2018
BEERTRANCE (97819)

სპორტული დანამატები მაინც დააკოპირეთ სტატია

17:32 | 12.07.2018
BEERTRANCE (97819)

სპორტალიდან უნდა დამეწერა

12:01 | 05.07.2018
გარეჯი (3329)

მოგესამებით მეგობრებო. როგორც ჩანს გუნ ევროპის ჩემპიონატზე არ გამოდის ჩვენი ნაკრები. რა სიტუაციაც არი ქართულ ძიუდოში ამ ეტაპზე ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა. არჩევნები არ დაინიშნა ან კანდიდატები ინ არიან. ადმინ მაგრად კი ცხელა მაგრამ რამე ახალი გვითხარი რა გჭირთ

19:17 | 06.07.2018
ალექსანდრე (5229)

არა რა დროს ევროპაა, მანდღა გვაკლია შერცხვენა.

17:16 | 01.07.2018
BEERTRANCE (97819)

1 ვერცხლი 4 ბრინჯაო კადეტებმა და შერეულ გუნდურში 1 მარტო იტალიას ვაჯობეთ და მერე ვერ ვივარგეთ.

00:41 | 30.06.2018
mushni (80058)

რა ხდებააააა სიახლე დაწერე ადმინ

17:40 | 29.06.2018
belafonte (68)

სირცხვილია ასეთი მოუმზადებელი კადეტებით წასვლა.ასეთი ფიზიკური მომზადებით რა უნდათ საერთოდ ევროპაზე?შეხედე ერთხელ რომ არ ვარჯიშობს სათანადოდ-წაიყვანე სხვა.არ ყავთ მწვრთნელები?თუ აქაც ჩაწყობითაა

16:15 | 29.06.2018
BEERTRANCE (97819)

დღეს 1 მონაწილე გვყავს ნახევარფინალში

22:35 | 28.06.2018
BEERTRANCE (97819)

გოგი წულაიამ რამდენიმე მახათი ქართულ ძიუდოსაც გაუგზავნოს რა

15:32 | 29.06.2018
პანტელეიმონი (4041)

შესანიშნავი აზრია

22:34 | 28.06.2018
BEERTRANCE (97819)

2 ბრძოლა წავაგეთ ბრინჯაოსთვის

14:15 | 28.06.2018
BEERTRANCE (97819)

ევროპის ჩემპიონატი მიდის ჭაბუკთა შორის და პროტესტი გინდათ აქაც რო დაწეროთ?

01:47 | 28.06.2018
BEERTRANCE (97819)

ახალი არაფერი არ ხდება? გოგონების ნაკრებს დაუნიშნეს ექიმი თუ მასაჟისტი?

09:45 | 28.06.2018
lagashi (3102)

კი, შავდათუაშვილს ულვაში აქვს მოშვებული, ლიპო კალაძესთან და ხინჩეგაშვილთან იღებს სურათებს, რეხვიაშვილის და ჭრიკიშვილის სურათები ფეისბუქზე იდება შემდეგი კომენტარით: მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16:59 | 28.06.2018
ალექსანდრე (5229)

ტატალას, კირაკოზას, ბექას და მარგიანს არ ეკითხებიან? ესენი ხომ თავიდანვე ემზადებოდნენ და არა მიტინგობდნენ.

10:00 | 29.06.2018
lagashi (3102)

ფეისბუკზე ადმინს თუ დავუჯერებთ მაშინ ზებედას და ჭრიკის სერიოზულად აქვთ განზრახული ბაქოში წასვლა, იმედია ისე არ გამოვა, აი არჩევნებში გამარჯვებული პარტია რომ იმ მხარდამჭერებს ასაქმებს ვინც ყველაზე ხმამაღლა აგიტატორობდა.

10:04 | 02.07.2018
ალექსანდრე (5229)

მსოფლიომდე ზაგრების ტურნირზე მაინც უნდა გამოცადონ ხალხი.

10:32 | 20.06.2018
Buratino (3208)

ეეეჰ, მარტო ძიუდოს კია არა, მთლიანად ქვეყანას აქვს დედა მოხნული

21:50 | 19.06.2018
გოგლა (83)

ადმიიიიიიიინ ერთი კაცის ნომერი მაინც არ გაქვთ ფედერაციაში, რომ კითხოთ რა ხდება ქართულ ძიუდოში - თუ გეშინიათ შეიარაღებული რაზბორკა არ მოგიწყონ, რა გჭირთ ხალხო გაგვაგებინეთ რამე, თქვენ მაინც არ გაინტერესებთ? სპორტული ჟურნალიტები ხართ, ყოველდღე რომ მიტინგებს აწყობდნენ და ბოლო ხმაზე ყვიროდნენ ორივე მხარის წარმომადგენლები ეხლა სად არიან სად?

14:57 | 14.06.2018
თენგაბი (251)

სანამ ჩამოგვეშალა თავზე ქვეყანა და უმთავრობო-უპატრონოდ დავრჩენილვართ, ძიუდოს ქომაგებს ერთი მამაპაპური აქცია ხომ არ გამოგვეცხო, კრემლის აგენტებისა და სხვა მისთანებით გაფორმებული.

12:03 | 15.06.2018
# KoRBeN DaLLaS # (13101)

თან ბედის ირონიით, კრემლის მთავარ კაბინეტშიც რო ძიუდოისტი ზის ?

05:05 | 14.06.2018
mushni (80058)

ადმინ ახალი დადე რამე

23:59 | 12.06.2018
G.G.G (158)

ვინმემ ხო არ იცით რა ტურნირებში ვიღებთ მონაწილეობას ახლო მომავალში?

00:42 | 30.06.2018
mushni (80058)

აბა სად არის ამაბები

12:39 | 12.06.2018
Buratino (3208)

მიმიფურთხებია ამიერიდან ქართული ძიუდოში მყოფი ყველა "მოჩხუბარი" მხარისთვის

05:05 | 14.06.2018
mushni (80058)

+1

13:13 | 10.06.2018
judoge (105)

აა ლიპო და ჭრიკიშვილი ტუ ევროპაშია კი გამოსწორებულა უკვე ყველაფერი ეხლა ერთი სამი ზბორიც კორია იაპონიაში და ეგაა ყველაფერი რიგზეა

07:28 | 10.06.2018
თენგაბი (251)

რა ხდება რა სასაფლაოს მდუმარებაა. კინაღამ შემეშინდა ამ გვერდზე შემოსვლა. ვინმემ არ აცის რა ხდება ქართულ ძიუდოში და ჩვენს თავს?
თქვენ მაინც სადა ხართ ფედერაციის ფანებო - ან გაგვლანძღეთ ან დაგვწყევლეთ ან შეგვაგინეთ, ჯანდაბას, მაგაზეც თანახმა ვართ.
ერთი სიტყვით ან უდაბნოში ვარ ან ყინულოვან პოლუსზე მოვხვდი.
გმადლობთ.

23:39 | 10.06.2018
lagashi (3102)

ორ სხვადასხვა პოლუსზე მოვხვდით გულშემატკივრები ვნახოთ, ვნახოთ რა როგორ განვითარდება, ჯერ არ მინდა დასკვნები გამოვიტანო

15:00 | 09.06.2018
tiko (5714)

Lipo da chirika tu lipo da tushi evropashi ariano.martalia?

15:53 | 07.06.2018
BEERTRANCE (97819)

მორჩა კინო?

20:37 | 07.06.2018
tiko (5714)

ეხლა იწყება

10:52 | 13.06.2018
BEERTRANCE (97819)

სადაა მერე DDDDD

20:26 | 06.06.2018
sanzona (1412)

ფუ ამათი ..... შემაჯავრეს რა ძიუდო

17:08 | 06.06.2018
judoge (105)

და ერთიც მინდა ვთქვა ის ყარაულიც გაანთავისუფლეთ დარბაზის ქევხიშვილის დროს რომ დაინიშნა თორე ლიპომ თუ წააგო მსოფლიოზე უეჭჰველი მაგის ბრალი იქნება

02:13 | 07.06.2018
პანტელეიმონი (4041)

05:06 | 14.06.2018
mushni (80058)

DDDDDDDDDD

17:06 | 06.06.2018
judoge (105)

ეხლახანს გაირკვა რომ ქევხიშვილს ქონია სპეციალურად ამ ევროპისტვის შეკერილი კიმანოები რომელიც თურმე ტატამზე ბეჭებით იზიდავდა ბიჭებს, ხომ გამოგიჭირეს ამასაც ხომ ვერ უარყოფ Qევხო

00:17 | 15.06.2018
mushni (80058)

DDDDDDDDDDDDD

18:58 | 07.06.2018
პანტელეიმონი (4041)

11:42 | 07.06.2018
# KoRBeN DaLLaS # (13101)

თან სპეციალურად იაპონელებს შეაკერინა ჩვეულებრივზე ორჯერ ძვირადო

00:56 | 07.06.2018
levani82 (41410)


)) )) )) ))

18:48 | 06.06.2018
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDD

18:37 | 06.06.2018
tiko (5714)

12:00 | 06.06.2018
# KoRBeN DaLLaS # (13101)

კაცოოოოო, მუსიკაში და ლიტერატურაში "ანდერგრაუნდი" მოსულა, მაგრამ ძიუდოში ტოო ?!

12:59 | 06.06.2018
BEERTRANCE (97819)

მალე ალბათ ნაკრებში ასაყვანების შესარჩევსაც ჩაატარებენ მაგ ანდერგრაუნდში DDDDDDDD

09:02 | 06.06.2018
judoge (105)

მემგონი ეხლა ერთ თვიან გაფიცვას მოაწყობენ ერთის ცოლი ფედერაციის პრეზიდენტი და მეორესი ტუ მღავარ მწვრთნელად არ დანიშნეს

10:15 | 06.06.2018
BEERTRANCE (97819)

ჯერ ბუღალტერიას გადაამოწმებენ გოგონებს ექიმი თუ დაუნიშნეს ამასაც ნახავენ და მერე გაფიცვა

23:08 | 05.06.2018
levani82 (41410)

BEERTRANCE

პოპკორნი არ გინდა?

23:45 | 05.06.2018
BEERTRANCE (97819)

თამასა ისე აწიეს ყველაფერზე პოპკორნი არ გამოდის DDDDDDDDDDD

02:56 | 06.06.2018
levani82 (41410)

სეირი მიდის. ისე ამ ამბავს მშვიდად ვერც შეხედავ

09:31 | 06.06.2018
BEERTRANCE (97819)

მე ვახერხებ

21:23 | 05.06.2018
BEERTRANCE (97819)

არა რა ძიუდოს ფედერაციას და პროკურატურას რა გამოუდის საერთო DDDDDDDDDDDDD

21:02 | 05.06.2018
თენგაბი (251)

მაფიაა თუ ძიუდოს ფედერაცია?

21:14 | 05.06.2018
mindia (2278)

ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

20:17 | 05.06.2018
lagashi (3102)

სად ხარ ლიპო? ერთ თვიანი გაფიცვა მოამზადე თორემ ხომ ხედავ ვერ ერევი ნავერიანს

16:47 | 08.06.2018
choloka (774)

ერთი გაფიცვა მარშრუტკის,ავტობუსების,ტაქსების მძღოლებთან ერთად კარგი იქნებოდა

21:23 | 05.06.2018
BEERTRANCE (97819)

ჭრიკის ცოლის დაპოსტვას ელის და კაააააააა DDDDDDDDD

21:29 | 05.06.2018
lagashi (3102)

კაააა

20:17 | 05.06.2018
mindia (2278)

ქევხიშვილის წასვლას რა აზრი აქვს დანარჩენები თუ დარჩნენ? ნავერიანის დანიშნული უნდა იყოს წესით ჟორჟოლიანი მაგალIთად (დის შვილია როგორც დაწერეს სოციალურ ქსელებში, ზოგმა სიძეაო ვერ გავიგე). ძაან თავს იჭრიან ეხლა ესენიც ისე სამარცხვინოდ შერცხვებიან როგორც ქევხიშვილი შერცხვა. იმჰო

19:00 | 05.06.2018
BEERTRANCE (97819)

მე ვთქვი მორჩა თქო და აქ მეორე სეზონი დაუწყიათ DDDDDDDDDDDDDD

22:21 | 05.06.2018
ogafa (7771)

+

20:18 | 05.06.2018
mindia (2278)

აზრზე არ არიან ნუ ასე ვფიქრობ... დაწყნარების და მოფერების ნაცვლად ეგრევე შეტევაზე გადავიდნენ. გაიაურესებენ ეხლა სიტუაციას, აი ნახე.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.428635