ფეხბურთი

17:13 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "მილანი" საუდის არაბეთში ითამაშებენ

იტალიის სუპერთასის 2018 წლის გათამაშება საუდის არაბეთში გაიმართება. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსი” და “მილანი” ტიტულისთვის 2019 წლის 13 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაუპირისპირდებიან.

მხარეებს შორის, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გარიგების სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც ნაწილი ტურინულ და მილანურ გრანდებსაც ერგებათ.

“იუვენტუსი” იტალიის სუპერთასზე როგორც მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი ითამაშებს, ხოლო ვინაიდან თასის ფინალში “მილანი” დაამარცხა, სუპერთასზე კიდევ ერთხელ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112584