სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:23 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო სპარინგი ერთა ლიგამდე: პროგრესირებად მეტოქესთან მეორე შემადგენლობით
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ივნისის ტესტების მეორე და დასკვნით ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ლუქსემბურგში ადგილობრივ ნაკრებთან. ეს იქნება ბოლო მოსამზადებელი მატჩი ერთა ლიგის გათამაშებამდე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და რომელსაც, ასე იმედიანად შევყურებთ.

“ჯვაროსნები” აღნიშნულ შეხვედრას ერთობ გადახალისებული შემადგენლობით ხვდებიან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე გუნდით მოუწევთ თამაში.

იმ დიდი დანაკლისის ფონზე, რომელიც ისედაც ჰქონდა საქართველოს ნაკრებს და სხვადასხვა მიზეზთა გამო ეს შეკრება ჯანო ანანიძეს, ლევან მჭედლიძეს, თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ლორიას, გიორგი ქვილითაიას, გიორგი ჩაკვეტაძეს, ნიკა კვეკვესკირს, ვაკო ყაზაიშვილს, გიორგი პაპუნაშვილსა და ჯემალ ტაბიძეს გაუცდათ. აღნიშნულ მრავალრიცხოვან სიას კიდევ ორი მოთამაშე დაემატა – ოთარ კაკაბაძე და ვაკო გვილია.

მარჯვენა მცველი ნაკრებს ორი დღის წინ შეუერთდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ბუნებრივია დღეს მოედანზე ვერ გავა. ვაკო გვილია კი, რომელიც მალტასთან პირველ ტაიმში გუნდს დირიჟორობდა, მეორე ნახევარში გააძევეს და მიუხედავად იმისა, რომ სპარინგებია, სასჯელის მოხდა მაინც მოუწევს. მოკლედ, ვაისის განკარგულებაში სრულიად ახალი გუნდია და ეს თუ ერთის მხრივ ცუდია, მეორეც მხრივ კარგიცაა, რადგან გამოუცდელ ფეხბურთელებს დააკვირდება და შანსსაც მისცემს.

აქედან გამომდინარე, საინტერესოა როგორი 11-ეულით დაწიყებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი თამაშს.

არჩევანი

ვლადიმირ ვაისმა უკვე დააანონსა, რომ ლუქსემბურგთან უმეტესად ის ბიჭები ითამაშებენ, რომელთაც მალტასთან დიდად თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემიათ. შესაბამისად, ველოდებით ცვლილებებს.

მეკარე - ცვლილება იქნება კარის ხაზზეც: როინ კვასხვაძემ უკვე ითამაშა და ახლა ჯერი გიორგი მაკარაძეზე ანაც ზაურ მახარაძეზეა. თუმცა, ჩვენი ვარაუდით, ვაისმა არჩევანი ამ უკანასკნელზე უნდა შეაჩეროს და ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში კი ის, რომ სად და როდის უნდა მიეცეს საქართველოს ნაკრების ახლად გამომცხვარ წევრს თამაშისა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა, თუ არა დღეს?

დაცვა - დაცვის მარჯვენა ფლანგს ალბათ ისევ ლევან გეგჭკორი გააგამაგრებს. კაკაბაძის ტრავმის შემდეგ ვაისს ამ პოზიციაზე სხვა არჩევანი დღეისთვის უბრალოდ არ აქვს. დაცვის ცენტრში კი გურამ კაშიას წესით ლაშა დვალი უნდა შეუწყვილდეს, რომელმაც წინა მატჩი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა. აი, მარცხნივ კი, ლევან ხარაბაძის დებიუტს ველოდებით. თუმცა, არაა გამორიცხული ვაისმა პრაგმატიზი გამოავლინოს, არ გარისკოს და გამოცდილ გიორგი ნავალოვსკის დაეყრდნოს.

ნახევარდაცვა – შუა ხაზის საყრდენ ზონას კაპიტანი ჯაბა კანკავა გაამაგრებს, რომელსაც მალტასთან არ უთამაშია. მისი მეწყვილე კი, კვეკვესკირისა და გვილიას არყოფნაში დიდი ალბათობით, გიორგი აბურჯანია იქნება. მათზე ოდნავ წინ იმოქმედებს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მალტასთან სპარინგში კარგად ირჯებოდა და შეიძლება ითქვას, საუკეთესოც იყო მინდორზე. ფლანგებზე საბა ლობჟანიძესა და ჯაბა ჯიღაურს ველოდებით.

ფორვარდი – აქ მეტად მწირი არჩევანია: ნიკა კაჭარავა და ბუდუ ზივზივაძე. მალტასთან ორივემ ითამაშა, თუმცა კაჭარავამ მხოლოდ მეორე ტაიმში და შესაბამისად, ახლა სწორედ ის გავა მოედანზე პირველი წუთიდან.

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): მახარაძე; გეგეჭკორი, კაშია, დვალი, ხარაბაძე; აბურჯანია, კანკავა, კიტეიშვილი; ლობჟანიძე, კაჭარავა, ჯიღაური/ვაჩიბერაძე

მეტოქე

მეტოქე ერთი შეხედვით ძლიერი არაა, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. ამაზე ბოლოდროინდელი შედეგებიც ნათლად მოწმობენ. ლუქსემბურგმა ერთი წლის წინ სპარინგში ალბანეთი დაამარცხა, მერე კი უდიდესი სენსაცია გამოაცხო და შესარჩევი ციკლის ეგიდით თვით საფრანგეთის ნაკრებთან მოიპოვა ისტორიული ქულა (0:0). უნდა გამოვყოთ იმავე გათამაშებაში ფრე ბულგარეთის ნაკრებთან – 1:1.

ბოლო 5 მატჩიდან კი (ხუთივე ამხანაგური) ლუქსემბურგელებს ერთადერთი აქვთ წაგებული (ავსტრიასთან 0:4). იქამდე კი, მიჯრით სამი მატჩის მოგება მოახერხეს მათ შორის, უნგრეთის ნაკრებთან და ჩვენი სამი დღის წინანდელ მეტოქე მალტასთან. ბოლო შეხვედრა კი, 31 მაისს ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე სენეგალთან და საპატიო ფრეს დასჯერდა. მოკლედ, არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც გარედან სჩანს. სიფხიზლე და ბოლომდე დახარჯვა იქნება საჭირო, რომ ვაისის გუნდმა დადებითი სერია გააგრძელოს.

კარგი ხასიათი

ბოლო პერიოდში უშუალოდ ვაისისგან თუ ფეხბურთელებისგან ხშირად მოვისმინეთ ასეთი შინაარსის განცხადებები: მოგება უნდა ვისწავლოთ, პირველ ნომრად თამაშს უნდა მივეჩვიოთ და გამარჯვებულის მენტალიტეტი შევიქმნათ. ჰოდა, ამიტომაც, ლუქსემბურგის ნაკრებთან თამაში მნიშვნელოვანია. ესეც რომ არ იყოს, “ჯვაროსნებს” ხუთ მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

კვიპროსთან (1:0), ბელარუსთან (2:2), ლიეტუვასთან (4:0), ესტონეთთან (2:0) და მალტასთან (1:0). მართლაც სასიამოვნოა ამის გახსენება მიუხედავად იმისა, რომ ყველა თამაში ამხანაგურ ხასიათს ატარებდა. ბოლო სამ თამაშში კი გოლიც არ გაგვიშვია. ასე იყო თუ ისე, მართლაც არ იქნება ურიგო, ყაზახეთთან მეტად მნიშვნელოვან თამაშს წაუგებელი სერიით თუ შევხვდებით.

ისტორია

ეს იქნება საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა რიგით მეოთხე შეხვედრა. წინა სამი თამაშიც სპარინგში შედგა და საქართველო დადებითი ბალანსით იწონებს თავს: 2 მოგება, 1 ფრე, 5:1 ბურთების შეფარდება.

2001 წლის 15 აგვისტოს, გიორგი დემეტრაძის დუბლითა და რატი ალექსიძის გოლებით ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა ადვილად, 3:0 მოიგო. 2007 წლის 22 აგვისტოს კი, გუნდები უგოლოდ გაეყარნენ ერთმანეთს.

ბოლო დაპირისპირება 2012 წლის 15 აგვისტოთი თარიღდება. “ჯვაროსნებმა” მოიგეს (2:1), ხოლო გოლები ლევან მჭედლიძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს.

რეზიუმე

საქართველოს ნაკრებისგან დღეს ველოდებით იგივე თამაშს, როგორც ეს მარტის ტესტებში იყო. მართალია, მალტაც დავამარცხეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. და მაინც, გასათვალისწინებელია, რომ გუნდი ფაქტობრივად განახევრებული კონტიგენტითაა და ასეთი შემადგენლობისგან მაქსიმუმს ვერ მოვითხოვთ.

სხვა მხრივ კი, არ იქნება ახალწვეულების საქმეში ნახვა ურიგო და მათთვის სანაკრებო გარემოსთან ადაპტირების პროცესიც მეტად გაადვილდება. ვნახოთ, სექტემბრამდე, ერთა ლიგის დაწყებამდე ჯერაც 3 თვეა დარჩენილი, მაგრამ დღევანდელი თამაში ბოლო რეპეტიციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გარდა თამაშის ხარისხისა, შედეგსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა.

და ბოლოს, გეტყვით, რომ დღევანდელი თამაში ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11086
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X