ფეხბურთი

10:29 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ლუქსემბურგთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ლუქსემბურგთან სპარინგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა დააანონსა, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალ ფეხბურთელებსაც მიეცემათ.

"ლუქსემბურგთან შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი გვაქვს, ეს შანსია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავის გამოჩენა სურთ და მალტასთან არ უთამაშიათ. შემადგენლობაში იქნება ცვლილებები. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ლუქსემბურგი კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც დაცვაში ხისტად თამაშობს. ასეთ ამხანაგურ შეხვედრებში პირველდ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა ვაისმა სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111558