ჩოგბურთი

22:23 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოფია შაფათავამ აფხაზ მეწყვილესთან ერთად 25-ათასიანი ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ ობიდუშის 25 ათას დოლარიანი ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში. მისი მეწყვილე კი, რუსეთის სახელით მოასპარეზე აფხაზი ჩოგბურთელი ამინა ანშბა იყო.

შაფათავა-ანშბას დუეტმა პორტუგალიაში გამართულ ტურნირში 4 მატჩი ჩაატარეს და ოთხჯერვე გამარჯვება მოიპოვეს. პირველ რაუნდში ტაი ბრეიკზე აჯობეს ვალერია ბუნუსა და კეილი ვილფროდის დუეტს (6:3, 3:6, 11:9), ხოლო მეოთხედფინალში გაცილებით ადვილად დაამარცხეს მაჰაკ იანისა და სათვიკა სამას წყვილი – 6:4, 6:1.

შაფათავამ და ანშბამ ნახევარფინალში პოლონურ-ჰოლანდიური დუეტი, კატერინა კავასა და როზალი ვან დერ ჰოეკის შემადგენლობით მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს – 3:6, 7:5, 10:6.

ფინალურ შეხვედრაში კი, ასევე ტაი ბრეიკზე რუნიმელ ლაურა-ლოანა ანდრეისა და გერმანელ ჯულია ვაჩაჩშიკის ტანდემს სძლიეს – 6:7, 6:0, 11:9.

ობიდუშის ტურნირის მოგების შემდეგ სოფია შაფათავამ სოციალურ ქსელში დაწერა:

"25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებულები. მადლობა ამინა ანშბას ლამაზი კვირისთვის".

0.163342