ფეხბურთი

16:04 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანტუან გრიზმანმა "ბარსელონა" უარით გაისტუმრა

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ABC-ის ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდი “როხიბლანკოში” რჩება და ამის შესახებ უკვე აცნობა კიდეც კატალონურ გუნდს.

აღნიშნულ ინფორმაციას კიდევ ერთი გამოცემა, As-იც ადასტურებს. მოტივი? – საქმე ისაა, რომ გრიზმანს “ატლეტიკოს” დატოვება არ სურს. ამასთან, ფინანსურმა მხარემაც იქონია გავლენა – მადრიდში დარჩენის შემთხვევაში ანტუანი სეზონში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, 27 წლის გრიზმანმა ორი დღის განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა. აქვე გეტყვით, რომ გრიზმანს “ბარსელონასთან” დიდი ხანია აკავშირებენ, თუმცა, როგორც ჩანს, კატალონელებს სხვა ფეხბურთელზე მოუწევთ აქცენტის გაკეთება.

0.110253