ფეხბურთი

2:25 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ლუქსემბურგში კაკაბაძე და კანკავა შეუერთდნენ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრია დატოვა და შეკრების მეორე ნაწილისთვის მზადება დაიწყო. ახლა უკვე ლუქსემბურგში, სადაც ადგილობრივ ნაკრებს გაეჯიბრება ამხანაგურად.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა საფეხბურთო კლუბ “რასინგის” მოედანზე ივარჯიშეს. “ჯვაროსნებს” ორი ფეხბურთელი შეემატა – კაპიტანი ჯაბა კანკავა და ოთარ კაკაბაძე.

ორივე მოთამაშე გუნდს მალტასთან სპარინგში ვერ დაეხმარა, რადგან თავიანთ კლუბებში მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდათ.

აქვე გეტყვით, რომ ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრების მატჩის 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118314