ფეხბურთი

16:29 | 3.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ესპანიოლი" რუბიმ ჩაიბარა

"ესპანიოლის" მთავარი მწვრთნელი ჟოან ფრანსესკ ფერერ სიცილია გახდა, რომელსაც საფეხბურთო სამყარო რუბის სახელით იცნობს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ახალი მწვრთნელი ბარსელონურ გუნდს მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში გაწვრთნის.

რუბი გასულ სეზონში "უესკას" ხელმძღვანელობდა და გუნდს ლა ლიგის საგზური მოაპოვებინა. ესპანელის შეგირდებმა 42 შეხვედრიდან 21 მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და ლა ლიგა 2-ში 75 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13026