ფეხბურთი

18:52 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერ ალექსი გაწერეს

ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი, სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც ცნობილი ხდება, "მანჩესტერის" ექსთავკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამიერდან მკურნალობის კურსს საკუთარ სახლში გააგრძელებს.

ბრიტანულ მედიაში ანონიმური წყაროს ცნობით, ფერგიუსონს სიარულიც შეუძლია და მალე “ოცნების თეატრში”, “ოლდ ტრაფორდზეც” შეძლებს მისვლას.

შეგახსენებთ, 76 წლის სპეციალისტმა დაახლოებით ერთი თვის წინ ინსულტი გადაიტანა, რის შემდგომაც გარკვეული პერიოდი კომაშიც იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143668