ფეხბურთი

15:40 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ თანაგუნდელებს დაემშვიდობა

მადრიდის “რეალისა” და კრიშტიანუ რონალდუს გზები შესაძლოა ზაფხულში გაიყაროს. Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელმა თავდამსხმელმა თანაგუნდელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობა, რომ გუნდს ტოვებს.

მიზეზი კი, ბოლო დროს კლუბის ხელმძღვანელებთან გართულებული სიტუაციაა, რომელიც ხელფასის გაზრდის მოთხოვნით დაიწყო. ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან, რომ “ლივერპულთან” რონალდუმ ბოლოჯერ ითამაშა “რეალის” მაისურით.

მიუხედავად ამისა, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობას სჯერა, რომ კრიშტიანუს შენარჩუნებას შეძლებს, რადგან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ ორაზროვანი განცხადება გააკეთა კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ. 33 წლის ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და პსჟ-ს უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13413