ფეხბურთი

16:55 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი "ბაიერნიდან" წასვლაზე ალაპარაკდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი ზაფხულში გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს. ჩილელი ფეხბურთელის თქმით, მხოლოდ ისეთ კლუბში გადავა, რომელიც მიზნად ტიტულების მოგებას ისახავს.

“ბაიერნთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და ამიტომ, ძალიან მშვიდად ვარ. თუმცა, ბევრი წინადადება მაქვს, ისევე როგორც ყოველ ზაფხულს. ჩემი აგენტი ყველაფერს მიხედავს, მე კი უბრალოდ მინდა, რომ კარგად დავისვენო. თუ გუნდს შევიცვლი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკეთეს ადგილზე წავალ – ისეთ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის და ტიტულების მოგებისთვის იბრძოლებს”, - განაცხადა ვიდალმა La Prensa Austral-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალს ბოლო პერიოდში “ნაპოლის”, “ინტერსა”, "ჩელსის", "მანჩესტერსა" და “იუვენტუსს” უკავშირებენ. გარდა ამისა, როგორც გერმანული მედია იტყობინება, “ბაიერნი” შესაძლოა ვიდალთან ერთად ჟერომ ბოატენგმა, ხუან ბერნატმა, ტიაგო ალკანტარამ და რობერტ ლევანდოვსკიმ დატოვონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110578