ფეხბურთი

3:14 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "ერთა ლიგას მომზადებული უნდა შევხვდეთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია მიიჩნევს, რომ გუნდმა მოახლოებულ ორ ამხანაგურ მატჩში გამართული და ლაღი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. "ლუცერნის" შუახაზელი მიესალმება ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოძახებას.

"მისასალმებელია, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ამხანაგურ მატჩებში გამოძახებული. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, რომ გაიარონ ადაპტაცია. ეს თამაშები არის ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპი და მაქსიმალურად პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ. უნდა გავიმარჯვოთ და ვითამაშოთ ის ლაღი და ლამაზი ფეხბურთი, რომელიც ბოლო თამაშებში ვაჩვენეთ. ბევრი ლიდერი გვაკლია, იმედია ერთა ლიგისთვის ყველა მოთამაშე დაგვიბრუნდება და მომზადებული შევხვდებით ოფიციალურ თამაშებს“, - ციტირებს გვილიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

საქართველოსა და მალტის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11335