ფეხბურთი

2:48 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "გვსურს, რომ მშრალი ანგარიშით მოვიგოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მალტასთან ამხანაგური მატჩის წინ კომენტარს აკეთებს. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ხსენებულ შეხვედრაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ:

“ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი გვაკლია,თუმცა ხდება ხოლმე ფეხბურთში. ბევრი ტრავმირებულია, ამიტომ თამაშის შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ამ შანსს ელოდებოდნენ.
ვემზადებით ერთა ლიგის გათამაშებისთვის, წინა ამხანაგური თამაშების მსგავსად, როგორც იყო ლიტვასთან და ესტონეთთან, გვსურს გავიმარჯვოთ და არ გავუშვათ გოლი. ვეცდებით ძალიან ყურადღებით ვითამაშოთ, წარმატებას მივაღწიოთ ამ შემადგენლობითაც, რადგან ამ ახალგაზრდებისთვის ეს ამხანაგური მატჩები კარგი შანსია”, - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

საქართველოსა და მალტის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

0.113563