ფეხბურთი

17:10 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუსლიმთა იმამი: "სერხიო რამოსი არაფერ შუაშია, სალაჰი ალაჰმა დასაჯა!"

ინგლისური “ლივერპულის” შემტევის, მოჰამედ სალაჰის ტრავმა ღმერთის დამსახურებაა – აღნიშნული ინფორმაცია ქუვეითის იმამმა მუბარაქ ალ-ბათალიმ გაავრცელა.

როგორც მუსლიმანთა სულიერი სამყაროს წინამძღოლი სოციალურ ქსელში წერს, სერხიო რამოსი არაფერი შუაშია და ეგვიპტელი ფეხბურთელმა ალაჰმა რამადანის მძიმე მარხვის დარღვევის გამო დასაჯა.

“სალაჰი ალაჰმა დასაჯა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი არაა საკმარისი საბაბი ჭამა-სმისთვის და მარხვის დასარღვევად ასეთ წმინდა თვეში. სალაჰმა ცუდი არჩევანი გააკეთა. სიცოცხლე ყოველთვის ღმერთის ხელშია და ყველაფერი მისი სურვილით ხდება. შესაძლოა, ტრავმა სწორედაც კარგი აღმოჩნდეს.

სალაჰი კარგი და პატივსაცემი ადამიანია, რომელიც დასავლეთში მუსულმანების ელჩია. მისთვის კარი ღიაა, რომ ცოდვა მოინანიოს”, - დაწერა ტვიტერში იმამმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს სალაჰმა რამადანის მარხვა დაარღვია და მიუხედავად იმისა, რომ სარწმუნოება ამას უკრძალავდა, საკვები მიირთვა. ტრავმა კი, სერხიო რამოსთან შეჯახების შედეგად მიიღო და 3 კვირა ვერ ითამაშებს, რის გამოც მუნდიალის სტარტის გამოტოვება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112933