ფეხბურთი

14:03 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფრენკ ლამპარდი "დერბი ქაუნთის" მწვრთნელია

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 39 წლის ლამპარდი ამიერიდან ჩემპიონშიფის ბინადარ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელი იქნება.

როგორც ალბიონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. “დერბი” ლამპარდის სამწვრთნელო კარიერაში პირველი გუნდი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ფრენკ ლამპარდმა საფეხბურთო კარიერა 2016 წელს “ნიუ-იორკ სიტის” რიგებში დაასრულა.

რაც შეეხება “დერბი ქაუნთის”, ახლოს იყო პრემიერლიგაში აღზევებასთან, მაგრამ პლეი-ოფის ნახევარფინალში “ფულჰემთან” მარცხი განიცადა.

0.408744