ფეხბურთი

18:40 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რომან ვაინდენფელერმა კარიერა დაასრულა

ვეტერანმა გერმანელმა მეკარემ, რომან ვაინდეფელერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია “დორტმუნდის” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

37 წლის კიპერმა “ბორუსიას” მაისურით 2002 წლიდან დღემდე 453 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. გერმანელ კარის დარაჯს "დორტმუნდის" გარდა მხოლოდ "კაიზერსლაუტერნში" უთამაშია (1998-2002).

ვაინდენფელერმა 2013-2015 წლებში გერმანიის ნაკრების კარი 5-ჯერ დაიცვა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ირგუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118364